saqarTvelos mdinareebi - bJolisxevi

ტერიტორიული ერთეულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი 41°52`04` ჩ. გ. 43°13`17` ა. გ.
შესართავი ჩხერიმელა 41°58`29` ჩ. გ. 43°17`30` ა. გ.
სიგრძე 27.5 კმ

 

მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სიგრძე 27,5 კმ. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,5 მ3/წმ. მთავარი შენაკადია შავი წყალი.